Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამრიკო ჭოხონელიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს, რომელიც ცნობილი მსახიობია – ფოტოები

© Facebook / Tamriko Chokhonelidzeთამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი.

ცოტა ხნის წინ „მთავარ არხზე” ახალი იუმორისტული სერიალი „დიდი ოჯახი” დაიწყო. სატელევიზიო პროდუქტი ყურადღებას განსაკუთრებით იმით იქცევს, რომ იქ ის მსახიობები მონაწილეობენ, რომლებმაც წლების წინ სუპერპოპულარული სერიალი „შუა ქალაქში” შექმნეს.

თუმცა „დიდ ოჯახს” სხვა მსახიობებიც შეურთდნენ და ახლა ტელეპროექტი დიდ გამოცდას გადის, რადგან მას სწორედ სერიალს „შუა ქალაქში” ადარებენ.

„დიდი ოჯახის” ერთ-ერთი ცენტრალური გმირის მაკას როლს მსახიობი ანი იმნაძე ასრულებს. ის ხუთ სხვადასხვა თეატრშია დაკავებული და სერიალებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს.

ანი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის რძალია – მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ვაჟის კოკო როინიშვილის ცოლი გახლავთ. წყვილს 6 წლის მარიამი ჰყავს.

ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჭოხონელიძემ მუსიკალური კარიერა გააგრძელა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების მუსიკალური სტუდია.

ყველა ახალი ამბავი
0