Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამაჩემი ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ...“–ბერა ივანიშვილის უცნობი ინტერვიუ

© Photo: Bera / FBბერა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, გამონაკლისი არც საქართველოა.

ამოს ბარშარდი ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორია, რომელიც საქართველოს იანვარში სტუმრობდა და ამერიკული გამოცემა WIRED-სთვის ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. სათაურში ვკითხულობთ: „საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“.

View this post on Instagram

Where are you from? These are our Georgian traditional clothes 🇬🇪

A post shared by BERA (@beraofficial) on

 

სტატიის ავტორის თქმით, 1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ.

View this post on Instagram

Look 1 or 2? 😎

A post shared by BERA (@beraofficial) on

როგორც სტატიაშია აღნიშნული, როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. „მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“, – აღნიშნა ბერამ გამოცემასთან საუბარში.

View this post on Instagram

Happy Mother’s Day ❤️ There’s no way I can write what my mother and the mother of my son mean to me...

A post shared by BERA (@beraofficial) on

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცნობილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები. ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ის ამჟამად დაახლოებით 26 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.

ყველა ახალი ამბავი
0