04:18 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
504220

თავდაპირველად დაინფიცირდნენ ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც ბათუმში ისვენებდნენ და დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, აქტიურად ეკონტაქტებოდნენ მეზობლებლებს

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. აფრიკის დასახლებაში კორონავირუსი დაუდგინდა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს, რაც ახალი კლასტერის გაჩენის წყარო შეიძლება გახდეს, იუწყება Rustavi2.

მედიის ინფორმაციით, კარანტინის ზონაში გადაიყვანეს 17 ადამიანი, საიდანაც ათს კორონავირუსი დაუდგინდა. საუბარია გუმათ-ჰესის ქუჩაზე, 17 ნომერში მრავალბინიანი სახლის მობინადრეებზე.

კორპუსში, რომელშიც ინფიცირებულები ცხოვრობენ, დეზინფექცია უკვე ჩატარდა.

ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დგინდება ინფიცირებული პირების კონტაქტები.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულები ახლახან დაბრუნდნენ ბათუმიდან.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები