23:50 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

სამსონ ოგანესიანი ომში 1941 წელს წავიდა, ბოლომდე იბრძოდა და შინ გამარჯვებით დაბრუნდა - უამრავი ორდენით და მედლით დაჯილდოებული

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ახალქალაქის მცხოვრებ სამსონ ოგანესიანს 106 წელი შეუსრულდა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა >>

უხუცეს ვეტერანს იუბილე საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიულოცა.

უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა უხუცეს ვეტერანს იუბილე მიულოცა და მას უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც სახელმწიფო სამსახურში იუწყებიან, სამსონ ოგანესიანი, ომში 1941 წელს წავიდა და ომის ბოლომდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა.

Ветеран ВОВ Самсон Оганесян - ему исполнилось 106 лет
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მცხოვრები სამსონ ოგანესიანი - 106 წლის

„სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ სამსონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამსახურის წარმომადგენლის მილოცვამ ისე გაახარა, სტუმარს მასპინძლობა თავად გაუწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასაკის და სისუსტის მიუხედავად, ვეტერანმა ჩაიცვა თავისი სადღესასწაულო კოსტიუმი, რომელსაც უამრავი ორდენი და მედალი ამშვენებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სტუმრებთან.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 300 ვეტერანია და მათგან უხუცესია სწორედ სამსონ ოგანესიანი.

 

 

მთავარი თემები