კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

© photo: Mediaholding Kvira / FBგედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს Covid-19 დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს,  პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას.

თაკო ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, - განაცხადეს პარტიაში.

პარტიის წევრების ინფორმაციით, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0