18:47 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2088)
3922720

მარიამი და ლაშა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ჭორები და შემდეგ ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებდა.

მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ქართველი მოდელისა და ფეხბურთელი ლაშა კალანდაძის სილამაზემ ინტერნეტი მას შემდეგ „ააფეთქა", რაც სოციალურ ქსელში წყვილის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.

მარიამი და ლაშა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. მოდელი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ჭორები და შემდეგ ფაქტები სულ სხვა რამეს მეტყველებდა. მშვენიერი მოდელის გარშემო მუდამ იყო საუბარი იმაზე, შეურიგდებოდა თუ არა ყოფილ მეუღლეს. სხვადასხვა წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ შერიგდნენ.

View this post on Instagram

🖤

A post shared by @ vakogig on

მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი – მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე, რომელთა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა, რამდენიმეთვიანი დაშორების შემდეგ მართლაც შერიგდნენ. მარიამი ამბობდა, რომ შვიდთვიანი დაშორების შემდეგ შერიგება რთული არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ორივე ბევრ რამეზე დაფიქრდა.

View this post on Instagram

A post shared by @vakogig on

„დემეტრე დაახლოებით ერთი თვის იყო, როცა მე და ლაშა დავშორდით. ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ლაშა შორიდან მაინც ცდილობდა, დამხმარებოდა და ჩემ გვერდით მეგობრის როლში ყოფილიყო. შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ჩვენს ქორწინებას რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვა და მერე დავშორდით, ვამბობდი, გაგვთვალეს, თვალი გვეცა-მეთქი. ეს ყველაფერი ხალხის სალაპარაკო თემად რომ იქცა, ვფიქრობდი, რომ ჩვენი დაშორება მათი ბრალი იყო“, – ამბობდა მარიამი.

View this post on Instagram

Не могу❤️ @vakogig

A post shared by Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh) on

წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა და ახლა უმშვენიერეს მარიამს გვერდით ჰყავს ის ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ძალიან უყვარს. გოგონას რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. წყვილი ერთმანეთს უზომოდ უხდება. ხშირად მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და „ინსტაგრამზე“ ერთად თუ ცალ-ცალკე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს გვთავაზობენ.

View this post on Instagram

Georgia 🇬🇪❤️

A post shared by Mariam Khorguashvili (@miss_mariamkh) on

მარიამს უსაყვარლესი შვილი ჰყავს, რომელსაც დემეტრე ჰქვია. მარიამის მეგობრები დემეტრეს დედას ძალიან ამსგავსებენ. ულამაზეს, სიყვარულით სავსე ახალგაზრდებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ მარიამი და ვაკო გამორჩეული, ლამაზი და ძალიან გემოვნებიანი წყვილია.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2088)

მთავარი თემები