11:40 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2081)
2320960

ნინო ნადირაძე იმ ცნობილი ქართველი ქალების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც წარმატებასაც მიაღწიეს, გარეგნობითაც ყოველთვის აკვირვებენ საზოგადოებას და ამ ყველაფერთან ერთად დიასახლისებიც არიან.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად მიიჩნევა. მისი ოჯახი ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია როგორც პროფესიული კუთხით, ასევე პირადი ცხოვრების დეტალებით. ნინო იმ ცნობილი ქართველი ქალების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც წარმატებასაც მიაღწიეს, გარეგნობითაც ყოველთვის აკვირვებენ საზოგადოებას და ამ ყველაფერთან ერთად დიასახლისებიც არიან. ნინოს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ეს ყველაფერი მას ხელს არ უშლის, საზოგადოება მისი საქმიანობით თუ სილამაზით გაკვირვებული დატოვოს.

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია.

ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ ნინომ სოციალურ ქსელში დედის ფოტო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ექიმი დედას ძალიან ჰგავს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2081)

მთავარი თემები