23:49 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1810)
110 0 0

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი.

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. ტელეკომპანია Rustavi-2-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

გუშინ ტელეკომპანია Rustavi-2-ის  თანამშრომელს, „კურიერის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს Covid-19 დაუდასტურდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ ჟურნალისტს  ინფექცია დაუფიქსირდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტს, ვიკა ბუკიასაც დაუდასტურდა.

სალიას განცხადებით,  ტესტირება კომპანიის 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„სულ რამდნეიმე წუთის წინ მოვიდა პასუხები და საბედნიეროდ, ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, კიდევ რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების ტესტირება, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. ეს არის ვიწრო წრე, თუმცა ეს არ გვაძლევს ამ ეტაპზე მოდუნების საშუალებას. ძალიან გავამკაცრებთ პირობებს, თუნდაც იგივე სტუმრების მიღების, გადაცემების ჩაწერის კუთხით“, - განაცხადა პაატა სალიამ.

თავად თეონა ცხომელიძე თავს კარგად გრძნობს. ის მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადის და მას ამ დროისათვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

როგორც ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, კომპანიაში მუშაობა მკაცრი პროტოკოლის დაცვით გაგრძელდება. ის თანამშრომლები კი, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან უშუალო შეხება ჰქონდათ, მუშაობას იზოლაციაში განაგრძობენ, ამავდროულად 48 საათში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„უმკაცრეს რეჟიმზე გადადის სწორედ ის ჯგუფი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან. მთლიანად ტელევიზიაში საოპერაციო მოდელი შეიცვლება, ყველა დეტალი გეგმის თანახმად გადამოწმდება და მაქსიმუმ ერთ საათში ჩაეშვება ცვლილებები სხვადასხვა გუნდთან მიმართებით, ვიდრე დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრი არ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადავიდეთ მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე“, – განაცხადა იმნაიშვილმა.

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა >>

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1810)

მთავარი თემები