საქართველომ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი აეროპორტში
თვითმფრინავი აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღამ კორექტივები შემოიტანა - რეგულარული ავიამიმოსვლა კვლავ გადაიდო

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაახანგრძლივა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, იუწყება პირველი არხი.

Turkish Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
თბილისი–სტამბულის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

სხვა მიმართულებებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის მარტში კორონავირუსის აფეთქების ფონზე შეწყდა. მისი აღდგენა იგეგმებოდა 30 სექტემბერს, მაგრამ ქვეყნის ეპიდემიოლოგებმა ამ კვირაში ინფიცირების მეორე ტალღის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში  2075 ადამიანს შეადგენს, ბოლო კვირაში დაავადებულთა რიცხვი 454-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0