13:30 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2080)
4651 0 0

„Sputnik–საქართველომ“ გადაწყვიტა გაგაცნოთ ქართველი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების მრავალშვილიანი ოჯახები. ყველა მათგანი წარმატებულია არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიაშიც.

„Sputnik–საქართველომ“ გადაწყვიტა გაგაცნოთ ქართველი პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების მრავალშვილიანი ოჯახები. ყველა მათგანი წარმატებულია არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიაშიც.

კახა კალაძე

თბილისის მერს და ყოფილ ფეხბურთელს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი ჰყავთ. მეოთხე ნიკოლა კალაძე წყვილს შარშან, სექტემბერში საფრანგეთში შეეძინა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი, ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე შვილი, კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, ვაჩე კალაძე კი 5 წლისაა. კალაძე ხშირად ამბობს, რომ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ცოტა დრო აქვს ოჯახთან გასატარებლად, თუმცა უქმეებს და შვებულებას ყოველთვის ოჯახის გარემოცვაში ატარებს.

View this post on Instagram

❤️❤️❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ლევან ვასაძე

ბევრმა იცის, რომ ბიზნესმენს რვა შვილი ჰყავს, თუმცა მისი ცოლ-შვილი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობია. სულ რამდენიმე ოჯახური ფოტოა ცნობილი, რომლებზეც სამეფო მონარქიის აღდგენის მოსურნე ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილი.
ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. რვა შვილის გაჩენის ფონზე მშვენივრად გამოიყურება და ბავშვების გაზრდასთან ერთად, როგორც კიკეთის სკოლის ოფიციალური ფოტოგალერეიდან ირკვევა, სკოლის საქმიანობაშიც არის ჩართული. ლევან ვასაძის მეუღლე სოციალურ ქსელში არც ისეთი აქტიურობით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მის უფროს შვილებზე. სოციალურ ქსელში აქტიურია უფროსი ვაჟი ირაკლი ვასაძე, რომელსაც მამასავით უყვარს სპორტი. როგორ იცით, თავად ლევან ვასაძე ყოფილი მორაგბეა. ასევე რაგბის მოყვარულია შუათანა ვაჟი გიორგი, რომელიც მამის სკოლაში სწავლობს და თავისუფალ დროს რაგბის თამაშობს. სპორტისგან საკმაოდ შორს არის ქალიშვილი თათა, რომელიც ბალეტითაა გატაცებული და, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. თავიანთი გვერდები აქვთ ასევე უმცროს შვილებს, თუმცა ისინი ჯერჯერობით არც ისე აქტიურები არიან სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს 5 შვილი ჰყავს. ანი ლონდონში სარეჟისოროზე სწავლობს, ნიკა – შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე, ელენე ამერიკული აკადემიის სტუდენტია, სოფო, რომელიც მამიდის სეხნიაა, მუსიკალურ ათწლედში სწავლობს. იოანე კი ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე შვილებს საკმაოდ მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა. როგორც ამბობენ, ის თბილისიდან ხშირად უგზავნიდა შვილებს წიგნებს საზღვარგარეთ და ამის გამო გაუჩნდა ონლაინ-ბიბლიოთეკის შექმნის იდეაც. ამ რამდენიმე წლის წინ კი ერთი მეტად საინტერესო ამბავი გავრცელდა თბილისში, რაც საქართველოსთვის დიდი იშვიათობაა. იშვიათობაა იმიტომ, რომ გაჭირვებული ოჯახის შვილებიც კი არ თანხმდებიან ყველანაირ სამსახურს. არადა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში Down Town მიმტანად მუშაობდა. წყაროს ცნობით, ანა ხაზარაძემ მანქანა დაამტვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შეგროვება საკუთარი შრომით გადაწყვიტა, აი, ამიტომაც დაიწყო მიმტანად მუშაობა.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც მრავალშვილიანი მამა გახლავთ. მას ოთხი შვილი ჰყავს – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. უტა ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, ის გვანცას და ცოტნეს მსგავსად ხშირად არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, რასაც ვერ ვიტყვით ბერა ივანიშვილზე. ბერა მღერის და პროდიუსერიცაა. მუსიკით არის გატაცებული გვანცა ივანიშვილიც.

View this post on Instagram

Happy New year 🎄

A post shared by Tsotne (@tsotnepaints) on

ნინო ცქიტიშვილი

ყო­ფი­ლი მო­დე­ლის ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლ­ისა და ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის ვატო ნაც­ვლიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ყველასთვის ცნობილი მოდელი თაკო ნაცვლიშვილია. თაკო წარმატებული მოდელია, თუმ­ცა დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ წყვი­ლის კი­დევ ერთ ქა­ლიშ­ვილს – ანას, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­სე­სი­ა­ში უკვე აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

View this post on Instagram

🐒

A post shared by Nino Tskitishvili (@nina_tskitishvili) on

ანა ჯერ პატარაა, თუმცა უკვე მოდელია. გოგონა ძალიან ლამაზია და სურს კარიერა მისი დის მსგავსად სამოდელო სფეროში გააგრძელოს. თა­კოს და ანას შუ­ა­თა­ნა ძმაც ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭია, ოჯახს კი ცოტა ხნის წინ მე­ო­თხე შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა.

View this post on Instagram

🥰💃🏻💃🏻

A post shared by Nino Tskitishvili (@nina_tskitishvili) on

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)

მთავარი თემები