12:58 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1780)
229 0 0

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 72 საათის განმავლობაში სასტუმროებში 3 ათასი საწოლის მობილიზება მოხდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებიდან სასტუმროებში კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტია გადაყვანილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

ოთხშაბათს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად 18-დან 65 წლამდე უსიმპტომო პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადება, კლინიკებიდან სასტუმროებში გადაიყვანენ და ისინი იქ გააგრძელებენ მკურნალობის კურსს.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 72 საათის განმავლობაში ასეთ სასტუმროებში 3 ათასი საწოლის მობილიზება მოხდება. ამ მომენტში მათი რიცხვი 300-ს შეადგენს. ამასთან, გრძელდება იმ სასტუმროების მობილიზება, რომლებიც ასიმპტომური პაციენტების მიღებისთვის მზად არიან. 

გარდა ამისა, პანდემიის დაწყების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით საქართველოში ექიმების გადამზადება მოხდა. რაც შეეხება სასუნთქ აპარატებსა და პირადი დაცვის საშუალებებს, მათი მარაგი ქვეყანაში საკმაოა, აღნიშნა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყანაში პანდემიის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)

მთავარი თემები