00:44 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
106 0 0

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რუსთავის კლასტერთან არის კავშირში, გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაზაზე შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ იქნა მიღებული. ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. 

„აღნიშნული შემთხვევა რუსთავის კლასტერს უკავშირდება. მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, საჩხერის ბაზის სხვა თანამშრომლებს ვირუსი არ დაუდგინდათ. შესაბამისად, კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დგას“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჩხერის ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ასეთი ზომების გატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ბაზაზე მყოფ ერთ-ერთ მწვრთნელს კორონავირუსი გამოუვლინდა. პირი, რომელიც რუსთავის კლასტერთან არის კავშირში, გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი 14 სამხედრო, რომელთაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები