07:14 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1802)
117 0 0

„ენგურჰესის" ინფიცირებული თანამშრომლები გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურში მუშაობენ. მათ დღეს ენგურის ხიდის გავლით გადმოიყვანენ და კლინიკებში გაანაწილებენ.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. გალის რაიონის სოფელ საბერიოში 28 პირი დაინფიცირდა, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

ინფიცირებულებიდან 22 „ენგურჰესის" თანამშრომელია, ხოლო დანარჩენები საბერიოში მცხოვრები მოქალაქეები არიან, აღნიშნა მან.

თორიას თქმით, მათ დღის განმავლობაში გადმოიყვანენ ენგურის ხიდი გავლით. კოვიდ-ინფიცირებულები გადანაწილდებიან სპეციალიზებულ საავადმყოფოებში.

ამ დროისათვის რუხის კლინიკაში 56 ინფიცირებული მკურნალობს, ერთი გამოჯანმრთელდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ ტესტირება რეგიონში 717 ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის 82-ს – საბერიოდან.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამ დროისთვის იქ 320 ადამიანია მოთავსებული.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა>>

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

 

ნიკა ლატარია

თემები:
COVID-19 საქართველოში (1802)

მთავარი თემები