21:46 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
1825 0 0

განათლების სამინისტრო მზად არის, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ქვეყანაში.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. სწავლის დაწყება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა განათლების სამინისტრო დღეს მზადაა, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

მანდატურებს მოუწევთ სკოლის მოსწავლეების დაცვა ვირტუალური დევნისგან>>

მინისტრის მოადგილის თქმით, უწყებას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ხოლო სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზე, მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

„თუ სიტუაცია გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. არის სკოლების გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. მათ აქვთ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა, აღნიშნა დგებუაძემ.

კერძო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, საჯარო სკოლებში კი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად ეპიდემიური ვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა სასწავლო პროცესის დაწყების გადადებას არ გეგმავს.

სწავლების პროცესი ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

სასწავლო პროცესი შერეული მოდელით წარიმართება, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, მაგრამ ერთი პირობით – დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული აუცილებელია.

რას ურჩევს მშობლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ამირან გამყრელიძე>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილი იყო. სასწავლო წლის ბოლომდე მეცადინეობები დისტანციურად გაგრძელდა.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები