04:52 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1819)
145 0 0

გასულ დღე-ღამეში ქუთაისის ლაბორატორიაში ათასამდე ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩაატარეს. გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული ათასამდე ნიმუშიდან 28 შემთხვევაში პასუხი კორონავირუსზე დადებითია, იუწყება „პირველი არხი“ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

ახალი შემთხვევები ძირითადად უკვე დადასტურებული პაციენტების კონტაქტებია, აღნიშნა გიორგიძემ.

„ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. რაც შეეხება წყაროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება“, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

გუშინ კორონავირუსი ქუთაისის 32-ე სკოლის ერთბაშად 21 პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლაში ვირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში გამართულ ქორწილში იმყოფებოდა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

ახალი, დღევანდელი მონაცემები მალე გახდება ცნობილი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1819)

მთავარი თემები