მთავრობა მასმედიასთან მუშაობის ფორმატს დროებით ცვლის

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა ჟურნალისტსა და მის დეპუტატ მეუღლეს. მთავრობამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა გადაწყვიტა.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიური ვითარების გაუარესებისა და მასმედიაში შესაძლო რისკების გამო ჟურნალისტებს მთავრობის სხდომებზე დროებით არ დაუშვებენ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

ლევან გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
„წყარო უცნობია“: პარლამენტის დეპუტატსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მისი მეუღლე, პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

ამიერიდან სხდომებს ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომლები თავად გააშუქებენ, ხოლო ფოტო- და ვიდეოგადაღებების მასალებს ოპერატიულად გადასცემენ მასმედიას.

TV Pirveli-ს ყველა თანამშრომელს COVID-19-ზე შეამოწმებენ>>

დღეს საქართველოში ანტირეკორდი დამყარდა – ბოლო 24 საათში 57 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გუშინ 44 იყო, გუშინწინ – 45. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობაა 1830. გამოჯანმრთელდა 1334, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0