უკეთესია, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა: რა აჩვენა საბავშვო ბაღების მონიტორინგმა

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღის ეზო
საბავშვო ბაღის ეზო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საბავშვო ბაღების უმეტესობის პრობლემად გადატვირთულობას და არასრულყოფილ ინფრასტრუქტურას ასახელებს.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღების მონიტორინგმა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ვითარება ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ანგარიში „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“, რომლის ფარგლებში გამოკვლეული იყო თბილისისა და საქართველოს რეგიონების 143 საბავშვო ბაღი, ჟურნალისტებს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ საბავშვო ბაღებს ახალი სასწავლო წლიდან

„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა... თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა სკოლამდელ ინფრასტრუქტურასთან, სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტართან და ეზოს მოწყობასთან დაკავშირებით, კვლავ პრობლემად რჩება საბავშვო ბაღების გადატვირთულობა და კვალიფიციური პერსონალის სიმცირე.

მონიტორინგის დროს გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

  • არასაკმარისი ფართის გამო შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები, განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში
  •  საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას
  • საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად
  • არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით
  • საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით
  • სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და, განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით
  • აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას
  • შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2%-ს ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი
  • პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

სახალხო დამცველის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისი უწყებების მხრიდან გათვალისწინებული იქნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვების სამართლებრივ სტატუსს სკოლამდელ დაწესებულებებში.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში კერძო ბაღები მუშაობის განახლების უფლებას მოითხოვენ

როგორც საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსიმ აღნიშნა, ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან უსაფრთხო და სტიმულის მიმცემ გარემოში, რომელიც მოითხოვს სათანადო ჰიგიენას, ინფრასტრუქტურას, კვებასა და ძალადობისგან დაცვას.

„2017 წელს ეროვნული სტანდარტების მიღების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე ეს საკითხები კიდევ უფრო პრობლემატურია და შეიძლება დამატებითი ბარიერი გახდეს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისთვის“, – განაცხადა კლენსიმ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს უმტკივნეულოდ შეეგუოს საბავშვო ბაღს: რჩევები მშობლებს>>

ანგარიში, პროექტის „ბავშვის უფლებები ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადდა. ის ასახავს საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს.

ყველა ახალი ამბავი
0