07:20 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1741)
73 0 0

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, ანა კალანდაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, ირაკლი გამრეკელის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, დიდგორის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობა, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი დიღმის, უდაბნოს მონასტრის, ქედის, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ) და დავით თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, ზღვისუბნის ასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ლევან რჩეულიშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, თერჯოლის, ქერჩის, ტაძრის და სხირტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ირაკლი აბაშიძის, მიხეილ თამარაშვილის, წყნეთის, ყიფშიძის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

13:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის და რომის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1741)

მთავარი თემები