12:54 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (260)
103 0 0

კახა კალაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშაონ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით დედაქალაქის საკომუნიკაციო კომპანიები სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კერძოდ, საუბარი ეხება ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“ და წყალგამანაწილებელ კომპანია GWP-ს.

„ხშირად ხდება, როცა ისეთი კომპანიები, როგორიცაა „თელასი“, GWP და სხვები ავარიის დროს გაფრთხილების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს“, – განაცხადა კალაძემ. 

მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ქალაქის მოსახლეობის გაფრთხილება წინასწარ უნდა მოხდეს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშაონ.

კალაძის განცხადებით, გზებზე „საცობების“ წინააღმდეგ ბრძოლა – დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგალითად, ქალაქის გარკვეულ ქუჩებში კომუნალური სამსახური „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგვის გატანას ღამის საათებში ახორციელებს.

ამასთან, უკვე დიდი ხანია სამარშრუტო ტაქსებს ცენტრალურ ქუჩებში მგზავრის აყვანის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ გაჩერებებზე აქვთ. ადრე „მარშუტკები“, მგზავრის სურვილისამებრ, ქუჩის ნებისმიერ ადგილზე ჩერდებოდნენ, რაც აფერხებდა საავტომობილო მოძრაობის რიტმს.

ამასთან ერთად მერმა განმარტა, რომ საკომუნიკაციო პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სარემონტო სამუშაოები შეიძლება დღისითაც განხორციელდეს, თუმცა, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

 

თემები:
თბილისის მერია (260)

მთავარი თემები