20:37 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (133)
67 0 0

ახალი რეგულაციით ამომრჩეველთან შეხვედრები არ იკრძალება, თუმცა როგორც პოლიტიკოსები, ისე ელექტორატი შეხვედრებზე პირბადით უნდა იყვნენ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. არჩევნების წინ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ უნდა შეიზღუდოს, რათა აკრძალვები მმართველი ან სხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციის მიზნით არ იქნას გამოყენებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არ ეხება წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დღეს გახმოვანებული გადაწყვეტილება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვის შესახებ, რომელიც ძალაში 10 სექტემბრიდან შევა.

„არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რათა ეს არ იყოს გამოყენებული მმართველი ან სხვა პარტიების მიერ დისკრიმინაციის სახით. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პროცესის მონიტორინგი, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით... ეს, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების რჩევა და რეკომენდაციაა, რათა პოლიტიკური პროცესები ნაკლებად შეიზღუდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება აუცილებელია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.

საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. თუმცა, ეს შეზღუდვა არ ეხება წინასაარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (133)

მთავარი თემები