01:30 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2091)
12696 0 0

გიორგი ბახუტაშვილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. მსახიობს არაჩვეულებრივი მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საზოგადოებამ ცნობილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟით გაიცნო. ერთი პერიოდი მსახიობი სერიალიდან წავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სერიალი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გადის, როლს დაუბრუნდა და ძველი პოპულარობაც გაიორმაგა.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი უკვე 6 წელია ერთად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან პატარა ქალიშვილ ბეას, რომელიც უკვე წამოიზარდა და 4 წლის ლამაზი გოგონაა, ისევე, როგორც მისი მშვენიერი დედა თაკო. გიორგის მეუღლე მოდელია და ოპერატორი.

„გიორგი გადასარევი მამაა, მაქსიმალურად ერთვება ყველაფერში, მეტიც, თავიდან, ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე, მეჩხუბებოდა, დაიძინე ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო. ახლაც, როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება“, – ამბობს თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2091)

მთავარი თემები