21:58 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
126 0 0

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

თავის დროზე წყალტუბო 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბაზანით ძლიერ კონკურენციას უწევდა არა მარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად გავერანდა.

გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა, თუმცა არაკვალიფიციური პრეტენდენტების გამო შეწყდა, აღნიშნავენ უწყებაში.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მისთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად გამოცხადდა, მოიცავს წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციისა და გენგეგმის პროექტის, ასევე მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას. 

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის სტაბილური განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები, რამაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოსური, უმართავი განაშენიანებისგან. 

გასული წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების მასშტაბური პროექტის დაწყება დააანონსა.

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადი სახსრებით დაიწყოს და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განახორციელოს არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველყოს მისი განვითარება.

მთავარი თემები