00:02 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1111)
81 0 0

ეს პირველი აქცია არაა ამგვარი მოთხოვნით. პატიმართა ოჯახის წევრებმა აქციები უკვე გამართეს პენიტენციურ დაწესებულებებთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ახლა პარლამენტის ჯერი დადგა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. პატიმართა დედებმა პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყეს. ისინი საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებას მოითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დეპუტატები გონივრულობას გამოიჩენენ და დედებისკენ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამენ.

„დღეს პატიმრების ოჯახის წევრები იწყებენ შიმშილობას იმ მოთხოვნით, რომ გამოიცეს არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი ამნისტია. ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება. დღეს ასეთი ფორმა მიიღო ჩვენმა აქციამ, რომ უკვე შიმშილობა დაიწყო. იმედი მაქვს, ეს შიმშილობა კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მივა და გამოიჩენენ გონიერებას ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ კანონპროექტზე იმსჯელონ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა – კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ“, – განაცხადა კობაიძემ.

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 341 ქალი და დაახლოებით 9 ათასი მამაკაცია.

პატიმართა უმრავლესობის ასაკი 26-დან 49 წლამდეა. საპატიმროებში ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 ყმაწვილია. დანარჩენები 18 წელს ზემოთ ასაკისა არიან.

პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები განახლდება>>

პატიმართა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. მათთვის ნებადართულია კამერის დატოვება, მუშაობა, ეზოში გასვლა. კიდევ დაახლოებით 1,7 ათასი ვადას დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. 176 პატიმარი კი მაღალი რისკის დაწესებულებაშია, სადაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1111)

მთავარი თემები