23:13 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
70 0 0

ამჟამად COVID–ცენტრებში 381 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 45 შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში 8 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა; 2 სექტემბერს 38 შემთხვევა გამოვლინდა. 

ეზუგბაიას განმარტებით, დღევანდელებიდან 19 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, კიდევ ოთხი „იმპორტირებული“ შემთხვევაა, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, სამი კი საკონდიტრო მაღაზია „დონას" უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამი პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

„45 შემთხვევიდან ხუთი ჯგუფური შემთხვევაა – ისინი თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილის კონტაქტებია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად COVID–ცენტრებში 381 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები