Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იძულებული ვარ ბინა გავყიდო. ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია“ – მომღერალი განცხადებას ავრცელებს

© Facebook / Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მომღერალი იძულებულია ბინა გაყიდოს.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. მომღერალი ნინი ბადურაშვილი თბილისის მერიას სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს და სთხოვს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მან სახლში მისვლა „საცობების“ გარეშე შეძლოს.

 

მომღერლის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის განახლების შემდეგ ფაქტობრივად საათობით უწევს დგომა „საცობში“ და ამ მდგომარეობაში ის მარტო არ არის.

„მე ვცხოვრობ ყიფშიძის ქუჩაზე, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ იძულებული ვარ ბინა გავყიდო და გადავიდე სხვა ტერიტორიაზე, რადგან ამ ბოლო დროს თქვენ თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ყიფშიძის ქუჩაზე, იქ აღარასდროს მეორედ აღარ მიხვალთ! თუ ჯოჯოხეთი არსებობს, ალბათ ასეთია, რაც აქ ტრიალებს! მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს, თუ გადაკეთდეს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს! ფაქტია, რომ მე და ბევრი ჩემნაირი სახლში ვეღარ მივდივართ“, – წერს მომღერალი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.

რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის გახსნის შემდეგ თბილისის მერიის მისამართით კრიტიკა გამოიწვია „საცობებმა“ ვაკეში, მეტწილად ჭავჭავაძის გამზირზე. მოქალაქეები ამას გამზირის რეაბილიტაციას უკავშირებენ, რის შედეგადაც ავტომობილებს სამოძრაოდ მხოლოდ ერთი სავალი ზოლი დარჩათ, ავტობუსების გაჩერებები კი ქუჩის შუაში დამონტაჟდა.

ყველა ახალი ამბავი
0