COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 45-ით გაიზარდა და 1729-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0