07:20 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
83 0 0

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას განმარტებით, 15 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 6 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, ორი „იმპორტირებული" შემთხვევაა, ერთი კი სამედიცინო პერსონალიდანაა.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს ორ პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

ამჟამად COVID–ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს. ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები