Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთი მანქანა აჩუქეს მშობლებმა ნიკოლა კალაძეს დაბადების დღეზე – ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლა კალაძეს 4 სექტემბერს 2 წელი შეუსრულდა. ნახეთ როგორი მანქანა აჩუქეს პოპულარულმა მშობლებმა ნაბოლარა შვილს.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ცნობილმა დედამ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ნიკოლას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ნიკოლა ახალი მანქანით გადაადგილდება, რომელიც, სავარაუდოდ, დაბადების დღეზე უყიდეს. სათამაშო ავტომანქანა კახა კალაძის ერთ-ერთი მანქანის ანალოგია.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.

View this post on Instagram

😀

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული პატარა ნიკოლას ვიდეოები და ფოტოებია. უმცროსი კალაძე ყველაზე მოუსვენარია, ხშირად მავნებლობს, უფროს ძმებს სათამაშოებს პარავს და ყველაზე მეტად, როგორც ირკვევა, მამა უყვარს. ანუკი ხშირად აქვეყნებს მის ვიდეოებს, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0