Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი მომღერლები კორონავირუსის ტესტის პასუხის მოლოდინში – ნახეთ რა შეემთხვათ

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვობის მეგობრები ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებიან.

მომღერლები ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად აქვეყნებდნენ ფოტოებს ბათუმიდან, სადაც, როგორც ჩანს, მეგობრებმა ერთად დაისვენეს. ცოტა ხნის წინ კი მომღერლებმა ფოტოები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოაქვეყნეს. როგორც ჩანს, მათ ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ტესტის გაკეთება ვირუსზე.

უცნობია რა შედეგით დასრულდა ტესტირება. ცნობილია, რომ ამჟამად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთ ცხელ წერტილად ბათუმი მოიაზრება. ყველაზე მრავალრიცხოვანი ამჟამად საკონდიტრო „დონას“ კლასტერია.

ეპიდემილოგები ბათუმის ჩაკეტვას არ ფიქრობენ, თუმცა მოსახლეობას მასობრივი ტესტირებისკენ მოუწოდებენ და ამისთვის ბათუმსა და ქობულეთში კარვები დგას, სადაც მოქალაქეებს უფასო ტესტირებით შეუძლიათ ისარგებლონ.

ყველა ახალი ამბავი
0