გურიაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გამოწერა
გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში დაფიქსირდა – ინფექცია ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გურიის რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ქორწილი - Sputnik საქართველო
ჩამოყალიბდება თუ არა ქორწილის კლასტერი: გურიაში ეპიდკვლევა დაიწყო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი გურიის რეგიონს უკავშირდება – დაბა ლაითურში 15 წლის ახალგაზრდასა და შუახნის ქალბატონს, რომელთაც ვირუსი გამოუვლინდათ, კონტაქტი ჰქონდათ 62 წლის ქალბატონთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას განცხადებით, ამ დროისთვის მათთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს.

გურიაში, რომელმაც „მწვანე ზონის“ სტატუსი გასულ კვირაში დაკარგა, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ოთხი ოზურგეთის და ორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

მჟავიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობაში მოსახლეობის PCR–ტესტირება დასრულდა. მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების პროცესში ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„სოფელ ქვენობანში კორონავირუსზე ტესტი 378 პირს ჩაუტარდა, მოსახლეობა მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს. აღნიშნული კვლევის შედეგად გვეცოდინება, თუ როგორ ვიმოქმედოთ შემდგომ დღეებში“, – აღნიშნა არჩილ მჟავიამ.

გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში დაფიქსირდა – ინფექცია ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. 

ჩვილი - Sputnik საქართველო
Covid-19 გურიაში: ვირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა

21 წლის გოგონა „დონას" კლასტერს მიეკუთვნება – იგი საკონდიტროში იმყოფებოდა როგორც მომხმარებელი. შემდეგ ამ გოგონას ოჯახში ინფექცია სამი თვის ჩვილს დაუდასტურდა. მეორე დღეს გურიაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს, შუახნის მამაკაცს დაუფიქსირდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირაში ბათუმში 350-კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით ინფიცირებული 21 წლის ჩოხატაურელი ქალიც. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი - მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული სოფელ ლაითურის მკვიდრია და ისიც ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია. არსებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა, ისინი ახლობლები არიან.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0