00:55 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
90910

დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი სამთვიანი მიწვევა.

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა საქართველოს თითქმის 4,5 ათასმა მოქალაქემ მიიღო, იუწყება პირველი არხი აჭარის მთავრობაზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრების ნებართვა 4 აგვისტოდან დართო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა საქართველოს 4453-მა მოქალაქემ მიიღო. თურქეთში უკვე გაემგზავრა 2963 პირი. რეგისტრაცია სულ თურქეთში მუშაობის 5309 მსურველმა გაიარა.

დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამთვიანი მიწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge. 

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მიწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განაცხადებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების განხილვისთვის დადგენილებით შვიდი დღეა გათვალისწინებული, თურქეთში გასვლის მსურველები პასუხს 48 საათში იღებენ.

აჭარის დასაქმების სააგენტო მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში უანგაროდ ეხმარება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან ტელეფონის ნომრებზე: 1505, (0422) 24 78 82, (0422) 24 78 83.

თურქეთთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელთათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური სამუშაოები იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით მიიღო.

მთავარი თემები