Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა კვიციანმა და ანუკი არეშიძემ სახალისო ვიდეო გადაიღეს – ნახეთ როგორ ცეკვავენ მეგობრები

© Photo: Maka Kvitsiani / FBანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი
ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეგობრები ოჯახებთან ერთად რაჭაში ისვენებენ. ნახეთ, როგორ გაერთნენ ცნობილი დიზაინერები. ასეთი ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი ჯერ არ გინახავთ.

ცნობილი დიზაინერები ანუკი არეშიძე და მაკა კვიციანი რამდენიმე წელია ახლო მეგობრები არიან. ისინი ხშირად ერთად დადიან დასასვენებლად, გასართობად და თავისუფალ დროს ერთად ატარებენ. მაკა ანუკის მეჯვარეცაა. გასულ ზაფხულს, როდესაც ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ ჯვარი დაიწერეს, ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი წევრი სწორედ მაკა იყო.

View this post on Instagram

And then we never spoke again. Photo credit @ninoeliava

A post shared by MAKA KVITSIANI (@makakvitsiani) on

ამჟამად მეგობრები რაჭაში ოჯახებთან ერთად ისვენებენ და, როგორც ჩანს, ძალიან ერთობიან, რაც მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს.

ანუკი არეშიძე 13 წელია თბილისის მერზე და ყოფილ ფეხბურთელზე კახა კალაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ოთხი ვაჟი - ლევანი, კახა, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ. რაც შეეხება მაკას, დი­ზა­ი­ნე­რი „მას­ტერ შეფ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის გარ­კვე­უ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვთ, მაკა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო. მაკა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

View this post on Instagram

Postcard from Italy 🇮🇹 miss u so much 💚🤍❤️

A post shared by MAKA KVITSIANI (@makakvitsiani) on

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია. 2009 წლი­დან შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლი BK Capital-ის პრე­ზი­დენ­ტი, 2017 წლი­დან კი ასე­ვე „m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ყველა ახალი ამბავი
0