„ნახევარი საქართველო იყო ჩამოსული“: გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვას ურჩევს

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში კონტროლირებადია, ასევე აჭარის რეგიონში. არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჩვილი - Sputnik საქართველო
Covid-19 გურიაში: ვირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა

მისი განცხადებით, მიუხედავად ახალი შემთხვევების მატებისა,  აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება, რადგანაც  რაოდენობა არ არის ისეთი მასშტაბური, რომ რადიკალური ზომების გატარება გახდეს საჭირო.

„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ბათუმის, აჭარის. არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რაღაც რადიკალური ზომები რომ იყოს მიღებული, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა   კიდევ ერთხელ მოუწოდა აჭარაში მყოფ მოქალაქეებს, უფასო ტესტირებით ისარგებლონ.

„მოვუწოდებთ ხალხს, მივიდნენ, გამონაკლისია და უფასოდ კეთდება ბულვარში, ასევე. ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, თითქმის ნახევარი საქართველო ჩამოსული იყო, კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
Covid-19 საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

ბათუმის ბულვარში დგას სამი კარავი, სადაც კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ტარდება. ტესტირების ჩატარება 16:00 საათიდან არის შესაძლებელი. 1 კვირაში ბათუმში, კარვებსა და კლინიკებში 8 ათასამდე ადამიანია გამოკვლეული და მათგან მხოლოდ 8 ტესტი იყო დადებითი.

ბოლო დღეებში აჭარაში ჩამოყალიბდა ახალი კლასტერი. რამდენიმე დღის წინ ბათუმში მდებარე კაფე-საკონდიტრო „დონას“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ახლა ეს კლასტერი 35 ადამიანს ითვლის. გარდა ამისა, ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს, „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს. ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე 400-მა ექიმმა თავი მოიყარა, ინფექცია ერთ-ერთ ვიზიტორს დაუდგინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს. გარდაცვლილია – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 292 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0