საქართველოდან აზერბაიჯანში 2 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringer"წითელი ხიდი"
წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში ჩასვლის დროს მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თუმცა, ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლა აუცილებელი პირობაა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დაბრუნდა, აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს" აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

სულ აზერბაიჯანში 281 ადამიანი გაემგზავრა, მათგან 151 საქართველოს, ხუთი რუსეთის, ერთი თურქეთის და ერთი უკრაინის მოქალაქე. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან.

აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ყველა მათგანმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. ყველა პასუხი უარყოფითი იყო. ადგილზე ჩასვლის დროს მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თუმცა ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლა აუცილებელი პირობაა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 14 მარტიდან ჩაკეტილია – გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოდან აზერბაიჯანში ორგანიზებულად 2 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0