12:21 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1744)
307 0 0

საქართველოს გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ აქვს გახსნილი. მაგრამ უცხოეთიდან, მათ შორის ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 12-დღიანი კარანტინის გავლას ექვემდებარებიან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. შესაბამისი სამსახურები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის საკითხს გადახედავენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ TV-Pirveli-ს ეთერში.

გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არის სავალდებულო კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა უცხოელებისთვის. მისი თქმით, როდესაც უცხოელი ჩამოდის გერმანიიდან, საფრანგეთიდან ან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ქართველებისგან განსხვავებით, მას მარშრუტი გაწერილი აქვს, მისი კონტაქტები შეზღუდულია და მობილობა დიდი არაა.

„მე, ქართველი, რომელიც გერმანიაში ვცხოვრობ, ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნათესავებთან სტუმრად მივდივარ. შესაბამისად, ინფიცირების რისკი მეტია. თუმცა, ამის მოგვარება სხვანაირადაც არის შესაძლებელი, როდესაც ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება. ამიტომაც მიმდინარეობს განხილვა. ეს დელიკატური საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს ევროპის ხუთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ აქვს გახსნილი. მაგრამ უცხოეთიდან, მათ შორის ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 12-დღიანი კარანტინის გავლას ექვემდებარებიან.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 12-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1744)

მთავარი თემები