12:55 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (138)
124 0 0

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, თუ დროულად არ მოხდება პრევენციული ზომების გატარება, საქონელი საძოვრის გარეშე, ადამიანები კი შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს მავნებელი ჭია შეესია, ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სოფელ ხიზაბავრას, გურგენიანისა და მსხალგორის მცხოვრებლების თქმით, მათ საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, სავარაუდოდ, ალურა შეესია, რომელმაც ერთწლიანი კულტურების ნაწილი უკვე გაანადგურა.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, თუ დროულად არ მოხდება პრევენციული ზომების გატარება, საქონელი საძოვრის გარეშე, ადამიანები კი შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს სთხოვენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მავნებლის გასანადგურებლად ტერიტორიების შეწამვლა უახლოეს დროში დაიწყება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (138)

მთავარი თემები