12:14 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)
88 0 0

რეისს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს. ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ, 8 სექტემბერს ბუდაპეშტის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეისს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს. გაფრენა – 12:00, მოფრენა – 19:30 საათზე.

აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უშუალოდ უნგრეთში სწავლობენ, ისე ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ტრანზიტით დანიშნულების ადგილამდე ჩასვა.

რაც შეეხება ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებას, მოქალაქეებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ავიაკომპანია Myway Airlines-ის საიტზე.

ბილეთებზე ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს. ავიარეისს თვითმფრინავი Boeing B737-800 შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ბევრმა ქართველმა სტუდენტმა მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნება შეძლო და სწავლა დისტანციურად გააგრძელა. ამჟამად მათი ნაწილი ჩარტერული რეისებით უკვე დაბრუნდა იმ ქვეყნებში, სადაც სწავლობენ, ნაწილი კი თავის რიგს ელოდება.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)

მთავარი თემები