03:19 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
4980670

ტელეწამყვანი და მოდელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და მამას მიმართავს. ნახეთ რატომ არის უკმაყოფილო თიკა ფაცაცია.

თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვს.

View this post on Instagram

💄

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

დაუჯერებელია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ თიკა ფაცაციას 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი გარეგნობით უამრავ ადამიანს ხიბლავს. სამი ვაჟის დედა შეუდარებლად გამოიყურება და ამაზე არავინ დავობს. სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი Instagram-გვერდი ულამაზესი კადრებითაა სავსე. ცოტა ხნის წინ თიკამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფერად ლინზებში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „მამა, რატომ დამაკელი“ – წერს ტელეწამყვანი. როგორც ჩანს, მწვანე ფერის თვალები მისი ოცნება იყო.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia) on

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ წამყვანის ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.

არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არც ფა­ცა­ცი­ას უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. მათი ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის წინ შე­იქ­მნა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. და­ვით ან­თე­ლი­ძე მა­შინ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, პი­რა­დად გა­ეც­ნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფ­რო­სი თვრა­მე­ტი წლი­საა, უმ­ცრო­სი − ხუ­თის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები