23:42 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2119)
37010

ძაღლები რომ ადამიანების ყველაზე ერთგული მეგობრები არიან, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, შესაბამისად, თუ მოზრდილი ჯიშის ძაღლებზე ვერა, ბევრი ადამიანი უსაყვარლეს პომერანულ შპიცზე აჩერებს არჩევანს, მათ შორისაა ქართველი ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილიც.

ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ მსახიობი შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. მას სახლში პატარა ძაღლი „სანი“ ჰყავს, რომელსაც დაბადების დღეებსაც კი უხდის. 20 იანვარს „სანის“ 2 წელი შეუსრულდა და შორენამაც გადაწყვიტა მისთვის ეს დღე გემრიელი ტორტით მიელოცა.

შორენა ბეგაშვილის ძაღლს სანი ჰქვია, ის ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა. როგორც მსახიობის პოსტებიდან ირკვევა, სანის ძალიან უყვარს „ტუშონკა“, თუმცა თუ ცუდად იქცევა, ბეგაშვილი მას კუთხეში აყენებს და საყვარელ საკვებს აღარ აძლევს.

View this post on Instagram

🕴🏻

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სანის „ტუშონკის“ და „გასეირნების“ გაგონებაზე საოცარი რეაქცია აქვს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2119)

მთავარი თემები