00:38 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1749)
89 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ოთხ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, რვა შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, შვიდი „იმპორტირებული" შემთხვევაა, მათ შორის ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი კი სამედიცინო პერსონალიდანაა – რუსთავის „ავერსის" კლინიკის თანამშრომელი.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს ოთხი პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა.

ამჟამად COVID–ცენტრებში 262 ინფიცირებული მკურნალობს. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)

მთავარი თემები