16:36 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (218)
60 0 0

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად პროექტები ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების დამონტაჟებას, ავტოსადგომების და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების მოწყობას.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ოფიციალური ცნობით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 283,3 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამას.

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ბევრი ტკივილი და რთული დღეები გადაიტანეთ. ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მცირედით მაინც შევამსუბუქოთ თქვენი პრობლემები და ვიზრუნოთ თქვენთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაზე. ბინის საკითხთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებაზე ზრუნვა", – განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მისი უწყება მეორე წელია ახორციელებს 150 მლნ ლარის მოცულობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 2 240 ახალი ბინის მშენებლობას.

უკვე დასრულდა სახლების მშენებლობა მცხეთასა (120 დევნილი ოჯახისთვის) და ზუგდიდში (360 ოჯახისთვის).

ზუგდიდში 360 ოჯახს ბინა წლის ბოლომდე გადაეცემა. გარდა ამისა, ზუგდიდში შენდება ხუთი კორპუსი 600 ოჯახისთვის, რომლის დასრულებაც მომავალ წელს იგეგმება. ასევე მომავალ წელს დასრულდება წყალტუბოში ექვსი კორპუსის მშენებლობა, სადაც 420 ოჯახი შესახლდება, ქუთაისში კი 2021-22 წლებში საკუთრებაში ბინა 800 ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად პროექტები ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების დამონტაჟებას, ავტოსადგომების და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების მოწყობას.

საცხოვრებელი ბინები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (218)

მთავარი თემები