სამსახურში შვილთან ერთად - იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა

გამოწერა
საჯარო რეესტრის სააგენტო ახალ, თანამედროვე შენობაში გადავიდა, რომელშიც კარგ სამუშაო პირობებთან ერთად საბავშვო ბაღიც იქნება

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისში საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალ სათავო ოფისში თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს, განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოფისის გახსნის ცერემონიაზე.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი სუროგატულ დედობასთან დაკავშირებით ცვლილებებზე

მისი თქმით, შენობაში განთავსება იქ მომუშავე საჯარო მოხელეთა შვილებისთვის საბავშვო ბაღი და „არც ერთი დედა, არც ერთი მამა მომავალში არ დადგება იმ რთული არჩევანის წინაშე, რასაც ჰქვია – კარიერა თუ შვილი".

„ყველას ექნება საშუალება, თავისი პირადი და ოჯახური ცხოვრება კარიერულ მიზნებს შეუსაბამოს", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს 1,1 ათასი თანამშრომელი ამიერიდან კიდევ უფრო კომფორტულ პირობებში გააგრძელებენ მუშაობას და უფრო ხარისხიანად მოემსახურებიან მოქალაქეებს.

„მინდა მივულოცო აქ მომუშავე ყველა საჯარო მოხელეს, რადგან მათ შრომას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წარმატებაში", – განაცხადა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის ახალი ოფისის თანამშრომელთა შვილებისთვის გათვალისწინებული საბავშვო ბაღი მუშაობას იანვრიდან დაიწყებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0