სვანეთში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

© photo: Sputnik / Stringerმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR–ტესტი ჩატარდა, მათგან 1,5 ათასი განმეორებითი იყო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან, 2 სექტემბრიდან მთლიანად მოიხსნა და რეგიონი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

სასტუმრო მესტიაში - Sputnik საქართველო
COVID-19 მესტიაში: როგორია ეპიდვითარება მუნიციპალიტეტში

მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვიბლიანის თქმით, 10 აგვისტოდან მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR–ტესტი ჩატარდა, მათგან 1,5 ათასი განმეორებითი იყო.

„მესტიასა და ლენჯერში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, სოფლებში კვლავ ჩატარდება მასობრივი თერმოსკრინინგი და PCR–კვლევა", – განაცხადა ვიბლიანმა.

გარდა ამისა, ხუთშაბათიდან, 3 სექტემბრიდან განახლდება ფრენები ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით. შესაბამისი ინფორმაცია მესტიის აეროპორტის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება უფროსებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0