თბილისში ბიბლიოთეკები 15 სექტემბრიდან გაიხსნება

გამოწერა
ბიბლიოთეკები და მედიათეკები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით იმუშავებენ.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთკების ფილიალები ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იხსნება და საქმიანობას 15 სექტემბერიდან განაახლებენ, ნათქვამია თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
ბიბლიოთეკები იხსნება: რა რეკომენდაციების შესრულება იქნება სავალდებულო

გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ გაიხსნება ყველა ბიბლიოთეკა და მედიათეკა,  გარდა მე-9 (ჭავჭავაძის №24) და 25-ე ბიბლიოთეკებისა (ლილოს დასახლება). აღნიშნულ ფილიალებში თბილისის მერია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

ბიბლიოთეკები და მედიათეკები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით იმუშავებენ.

 „ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გახსნის საშუალებას იძლევა. თუმცა,  ჩვენ უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. მოხარული ვართ, რომ ახალ სასწავლო წელს ღია კარით ვხვდებით“, – განაცხადა გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

კერძოდ, ბიბლიოთეკაში არ დაიშვება პირი, რომელიც ვერ გაივლის თერმოსკრინინგს ან რომელსაც ექნება რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე, აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების საპნით ხშირი დაბანა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

რეკომენდაციების თანახმად, იკრძალება ჯგუფური მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0