როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი გრიპისგან? ექიმის მოსაზრება

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან ხშირად საშიში ვირუსი, რომელმაც ნახევარ წელზე მეტია პლანეტა შეარყია, შეიძლება მწვავე რესპირატორულ დაავადებაში აგვერიოს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ინფექცია ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავდება და გამოცდილ ექიმს მათი გარჩევა შეუძლია. თუმცა, ამ დაავადებებს მრავალი მსგავსი სიმპტომები აქვთ და საკვანძო მაჩვენებელი მხოლოდ ტესტია, განუცხადა РИА Новости-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტეინმა. 

ინფექციური საავადმყოფო ყაზახეთში - Sputnik საქართველო
ჯანმომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყაზახური ვაქცინა დაარეგისტრირა

„დიახ, ისინი განსხვავდებიან და გამოცდილი ექიმი მათ გაარჩევს. კორონავირუსის ინფექციის დროს შემთხვევების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელში სუნის, გემოს შეგრძნება იკარგება. თუმცა არსებობს ბევრი მსგავსი სიმპტომები, ამიტომაც აქ სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა ალტშტეინმა.

ექიმის თქმით, რენტგენოლოგებს კორონავირუსის გრიპისგან გარჩევა ფილტვებში დაფიქსირებული ცვლილებებისას შეუძლიათ. „თუმცა, ყოველთვის 100%-ით არა. მთლიანობაში შეიძლება განასხვავო და ასევე აგერიოს კიდეც“, – აღნიშნა მან.

ექსპერტის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ორგანიზმში კორონავირუსის არსებობაზე ტესტის ჩატარებაა. ალტშტეინის ვარაუდით, ექიმი ამ სიმპტომის მქონე პაციენტს პირველად მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზს დაუსვამს, ხოლო შემდგომ ეტაპზე – გამოიკვლევს.

ყველა ახალი ამბავი
0