07:44 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (222)
65 0 0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს – ბავშვები სანაპიროზე უყურადღებოდ არ დატოვონ და არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე შტორმის დროს არ შევიდნენ წყალში.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოს თვეში 170 მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე 38 დაკარგული ბავშვი იპოვეს.

თბილისის ზღვაზე უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ>>>

„აგვისტოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 4-ბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს – ბავშვები სანაპიროზე უყურადღებოდ არ დატოვონ და არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე შტორმის დროს არ შევიდნენ წყალში.

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა მთლიანობაში 346 მოქალაქე გადაარჩინეს.

თემები:
საქართველოს რეგიონები (222)

მთავარი თემები