23:15 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მეშვიდე სესია ბანგკოკში გაიმართა და მის მუშაობაში ორგანიზაციის 50 წევრი ქვეყნის სტატისტიკური სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

ბიურო სტატისტიკის კომიტეტის საკონსულტაციო და მაკოორდინირებელი ორგანოა, რომელიც მას თავისი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება. განახლებული ბიურო 6 წევრისგან შედგება, რომელიც საქართველოსთან ერთად, ინდოეთის, მალაიზიის, ფილიპინების, მონღოლეთისა და ფიჯის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა. ბიუროს წევრები და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტატისტიკის კომიტეტმა მიაღწიოს დასახულ მიზნების და წარმატებას, საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, - განაცხადა თოდრაძემ.

მისი თქმით, ბიუროს თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს მეშვიდე სესია ბანგკოკში გაიმართა და მის მუშაობაში ორგანიზაციის 50 წევრი ქვეყნის სტატისტიკური სამსახურების და სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

გოგიტა თოდრაძე დაიბადა 1980 წელს. 2018 წლის მაისიდან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორია. უწყებაში 2002 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

მთავარი თემები