კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია. ეპიდემიოლოგები მის დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით ორი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„შვიდი ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“,  - განაცხადა  ეზუგბაიამ.
COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფარმაცევტულ ქარხანაში „ბინოფარმი“ - Sputnik საქართველო
ვის აცრიან კორონავირუსზე საქართველოში: პირველი დეტალები

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 239 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 18  პაციენტი გადის მკურნალობას.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1462  შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 1196, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5924  ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0