თამარ ბაჩალიაშვილის საქმის უცნობი დეტალები: რას ჰყვება გარდაცვლილის ბებია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაჩალიაშვილის ბებია არ ენდობა არც ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც საკუთარ თავს თამარის შეყვარებულს უწოდებს და არც ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს თავისი უფროსი უყვარდა, განაცხადა ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ რიტა ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული გარდაცვალება: ახალი სკანდალი საქმეში>>

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს (აშშ-ის ძიების ფედერალური ბიურო) სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი - Sputnik საქართველო
ექსპერტიზა:  ბაჩალიაშვილის სისხლში ოთხი სახის მედიკამენტი გამოვლინდა

„მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე, ვინ არის-მეთქი და მითხრა, რომ 32 წლისაა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ძალიან ვაჟკაცურიაო“, – განაცხადა რიტა ზურაბაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ბებია არ ენდობა არც ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელიც საკუთარ თავს თამარის შეყვარებულს უწოდებს და არც ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს.

„ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის (ნიკა) გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი მიხეილ რამიშვილზე – როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს?! ე.ი. ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

ბაჩალიაშვილის საქმეში სუს-ის სამი ჯიპი გამოჩნდა>>

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0