08:00 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (138)
109 0 0

საწარმო, რომელშიც 16 ადგილობრივია დასაქმებული, კახეთის რეგიონში წელიწადში 300-მდე ფერმერს მოემსახურება.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში თხილის გადამამუშავებელი–სასაწყობე საწარმო გაიხსნა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნა.

საწარმო, რომელშიც 16 ადგილობრივია დასაქმებული, წელიწადში კახეთის რეგიონის 300-მდე ფერმერს მოემსახურება.

„თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 ათასი ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, საწარმოს შექმნაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორის ჩართულობა. მისი თქმით, საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და, შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID-ს და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

კომპანია Agri Management Group of Georgia-მ  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგლებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო. აქედან 370 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათას ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

 

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (138)

მთავარი თემები